2020 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ამოქმედდა სამი ახალი არჩევითი კურსი:
- უნგრული ენა A1 (რუსული ფილოლოგიის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, 5 კრედიტი, ლექტორი: არპად ელეში )
 - მსოფლიო კლასიკური ლიტერატურის ნიმუშების ეკრანიზაცია (ტელე-კინო ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, 5 კრედიტი, ლექტორი: ასისტ. პროფ. ლელა წიფურია)
 - ქართული კლასიკური ლიტერატურის ნიმუშების ეკრანიზაცია (ტელე-კინო ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, 5 კრედიტი, ლექტორი: ასისტ. პროფ. ლელა წიფურია);
 
აღნიშნული სასწავლო კურსების არჩევა შეუძლია ნებისმიერი სპეციალობის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტს თავისუფალი კრედიტების ფარგლებში.